აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს 2024 წელს რაც შეიძლება სწრაფად დაამტკიცოს უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსება. ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბაიდენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ყველაზე მასობრივ საჰაერო დაბომბვას მოჰყვა. ბაიდენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ომის ფსონები უკრაინას სცდება და ნატოს მთლიან ალიანსს, ევროპისა და სამომავლო ტრანსატლანტიკური ურთიერთობების უსაფრთხოებას ეხება, ვინაიდან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არა მხოლოდ უკრაინის განადგურებას ცდილობს, არამედ ნატოში აშშ-ის ზოგიერთ მოკავშირესაც ემუქრება.