ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში სხვა პოლიტიკურ აქტორებთან გაერთიანებას არ გამორიცხავს. როგორც მელია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, ერთობის მომხრეა და პატივს სცემს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ერთობის სურვილი არა მხოლოდ გამოუთქვამს, არამედ საქმითა და ქმედებით დაუმტკიცებია. შეგახსენებთ, მანამდე „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ არ გამორიცხა, რომ „ლელო“ ნიკა მელიასთან გაერთიანდეს და არჩევნებზე ახალი სახელით წარდგეს.