საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ქართველებს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს. როგორც ჰერჩინსკი აღნიშნავს, მისი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ქართველებს ახალ წელს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც ულოცავენ.