უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, საჰაერო ძალებმა რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 5 დრონი ჩამოაგდეს.
„ღამით რუსმა დამპყრობლებმა Shahed-136/131 ტიპის 10 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით უკრაინას კიდევ ერთხელ შეუტიეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 5 დრონი გაანადგურა“, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშში.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 56 სამხედრო შეტაკებას ჰქონდა ადგილი. სულ, რუსეთმა უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე 150 სარაკეტო და 74 საჰაერო დარტყმა განახორციელა.