თბილისში ჰუალინგის მიმდებარე ტერიტორიაზე, პლასტმასისა და ავტომობილის მეორადი ნაწილების საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც თბილისის მთავარი სახანძრო-სამაშველოს სამმართველოს ხელმძღვანელი აცხადებს, ცეცხლი 4000 კვადრატულ მეტრამდე გავრცელდა და მეხანძრეებმა დროულად მოახერხეს ცეცხლის ლიკვიდაცია. ადგილზე 20 მდე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. ამ დროისთვის ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ არ ვრცელდება