ვიხილავთ თუ არა 2024 წლის საპარლამენტი არჩევნებში ხაზარაძე-მელიას ერთობას. ლელოს ლიდერი ერთობლივ გეგმაზე ალაპარკდა. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მელიას გუნდთან მსჯელობა დაწყებულია, თუმცა სხვა ტექნიკურ დეტალებზე საუბარი მისი თქმით, ჯერ ნაადრევია. დაანონსებულ ერთობის შანსებს მინიმალურად აფასებს მმართველი პარტია. მათი თქმით, პარტია ლელოს ნიკა მელიასთან ერთად ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნება. თემის დეტალებით მერაბ პაპაშვილი შემოგვიერთდება.