პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებისა და გამოწვევების საკითხზე ელჩებს მოუსმინეს. კერძოდ, მოწვეულები იყვნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე, საქართველოს ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა და ელჩი სომხეთში გიორგი შარვაშიძე. დიპლომატების მოხსენებით გამოსვლის შემდეგ კომიტეტის სხდომა დაიხურა. როგორც ელჩებმა განაცხადეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს მათ შორის დავითგარეჯის საკითხიც.