გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.ღონისძიებაზე კადეტებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ დამდეგი ახალი წელი მიულოცა. მან სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ძალებისთვის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.