ევროკავშირი, ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე, განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი სრულად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. განცხადებაში ნათქვამია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ძალის არმქონე და ბათილი.