საქართველოს ეკონომიკა ნოემბრის თვეში 5.9 %-ით გაიზარდა - Palitra News

საქართველოს ეკონომიკა ნოემბრის თვეში 5.9 %-ით გაიზარდა

2023-12-29 12:58:17+04:00

საქსტატის ცნობით, 2023 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.9% შეადგინა, ხოლო თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი 6.9%-ით განისაზღვრა. საქსტატში იმ დარგებზე საუბრობენ ,რომელთაც ამ კუთხით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ესენია , საფინანსო და სადაზღვევო მიმართულება , მშენებლობა, პროფესიული სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობები და ვაჭრობა.