საქსტატის ცნობით, 2023 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.9% შეადგინა, ხოლო თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი 6.9%-ით განისაზღვრა. საქსტატში იმ დარგებზე საუბრობენ ,რომელთაც ამ კუთხით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ესენია , საფინანსო და სადაზღვევო მიმართულება , მშენებლობა, პროფესიული სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობები და ვაჭრობა.