ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელების საკითხი განიხილეს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მშვიდობის ფორმულაზე მუშაობის პროცესში 80-ზე მეტი სახელმწიფო უკვე წარმომადგენლების დონეზეა ჩართული. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ინიციატივას მომავალში კიდევ არაერთი ქვეყანა შეუერთდება. ზელენსკიმ ვატიკანს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.