პროკურატურამ უძრავი ქონების მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ყალბი მინდობილობებით ირანის მოქალაქეების კუთვნილ უძრავ ქონებას დაეუფლნენ, რამაც სამ მილიონ ლარზე მეტის ზარალი გამოიწვია. დანაშაულები 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.