იერუსალიმის სომხურ კვარტალში შეკრებილებს 30-მდე ადამიანი თავს დაესხა. სომხური გამოცემის ინფორმაციით, შავ სამოსში გამოწყობილი და შენიღბული დაახლოებით 30 ადამიანი იერუსალიმის სომხურ კვარტალში შეკრებილ სომხებს თავს დაესხა. გამოცემის ცნობით, თავდამსხმელები ხელკეტებით, ცრემლსადენი გაზითა და სხვა საშუალებებით იყვნენ შეიარაღებული, მათი მიზანი კი ტერიტორიიდან სომხების გაძევება და დაშინება იყო. წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ქვების სროლა დაიწყეს, რის შემდეგაც კონფლიქტი გამწვავდა. პოლიციამ ორი პირი დააკავა. იერუსალიმში სომხური საპატრიარქოს ცნობით, თავდასხმის შედეგად სომხური თეოლოგიური აკადემიის რამდენიმე სასულიერო პირი და სტუდენტი, ასევე რამდენიმე ადგილობრივი სომეხი დაშავდა.