ისრაელ-ჰამასის ომი გრძელდება. თავდაცვის ძალები ღაზაში სახმელეთო ოპერაციას აფართოებენ. ჰამასის მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად 20 პალესტინელი დაიღუპა, 55 კი დაიჭრა. მათივე ცნობით, დაშავებულები რაფაში, ქუვეითის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილამდე სასწრაფო დახმარების მანქანებს მისვლა გაუჭირდათ, ამიტომ ნანგრევებიდან გადარჩენილები ადგილობრივებს ამოჰყავდათ. პალესტინის ჯანდაცვაში განაცხადეს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის თავდასხმების შედეგად 210 ადამიანი დაიღუპა. საერთაშორისო ლიდერები კონფლიქტში მონაწილე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.