გიორგი გახარიას გუნდი ისევ მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას ითხოვს. პარტია საქართველოსთვის წევრების განცხადებით ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები იმის განცდას აჩენს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და „ქართული ოცნება“ მას კლინიკაში ხელოვნურად აბრკოლებს. მიხეილ დაუშვილი ფიქრობს, რომ სააკაშვილის ფაქტორის გამოყენებით მმართველი პარტია ქვეყანაში სიტუაციის პოლარიზებას ცდილობს. საპარლამენტო უმრავლესობაში გახარიას პარტიის ინიციატივა თავის გამოჩენის მცდელობად აღიქვეს. მათივე თქმით, სააკაშვილზე გაკეთებული განცხადებები გახარიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გაფორმებულ ე.წ. “პოლიტიკურ ქორწინებას“ ვერ გადაფარავს. „ნაციონალური მოძრაობა“ კი გიორგი გახარიას წარსულ გამოცდილებას ახსენებს.