"ხალხის ძალა" პარტია "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებას ითხოვს - Palitra News

"ხალხის ძალა" პარტია "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებას ითხოვს

2023-12-29 09:18:12+04:00

"ხალხის ძალა" პარტია "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებას ითხოვს. მოძრაობაში ამბობენ, რომ ყოფილი ხელისუფლების ცალკეული ლიდერების გასამართლების მიუხედავად, აუცილებელია, რომ მთელმა პარტიამ დაშვებული მძიმე შეცდომების გამო პასუხი აგოს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებისთვის „საუკეთესო იქნება. „ხალხის ძალის“ ინიციატივას „ნაციონალური მოძრაობა“ არასერიოზულს უწოდებს.