აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს საქართველოს სახალხო დამცველი გამოეხმაურა. ლევან იოსელიანის თქმით ბიჭვინთის აგარაკები და ნებისმიერი ქონება საქართველოს საკუთრებაა და მისი სხვა სახელწმიფოსთვის გადაცემა არაკანონიერია. შეგახსენებთ რომ ბიჭვინთის აგარაკები ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერმა ასლან ბჟანიამ რუსეთს სიმბოლურ ფასად გადასცა. აღნიშნული გადაწყვეტილება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ადგილობრივები რამდნეიმე დღეა აქციებს მართავენ.