თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას, რომელიც ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე 2 ცათამბჯენის ასაშენებლად ლიცენზიის გაცემას გულისხმობს,საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები აკრიტიკებენ. მათი შეფასებით გმირთა მოედანი ერთ-ერთი პრობლემური ადგილია საცობების გათვალისწინებით და აღნიშნული მშენებლობა ისედაც მძიმე სატრანსპორტო მსგომარეობას, კიდევ უფრო დაამძიმებს. დეპუტატები აცხადებენ, რომ ქვეყანაში არსებობს ადამიათა კონკრეტული ჯგუფი რომლებსაც საკრებულო ყველაფერზე მწვანე შუქს უნთებს .