პოლონეთმა ევროკავშირის გაყინული ფონდებიდან 5 მილიარდი ევრო მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის ფინანსთა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრი, ავრცელებს. მისი თქმით, მიღებულ თანხას პოლონეთი მწვანე ენერგიის განვითარებაში გამოიყენებს. პოლონეთს დემოკრატიული პროცესების უკან დახევის გამო ევროკავშირის ფონდებზე წვდომა დაბლოკილი ჰქონდა. ხელისუფლებაში დონალდ ტუსკის მთავრობის მოსვლის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კომისია ფინანსური დახმარების მიწოდების გზებს მოძებნიდა, როგორც კი პოლონეთი დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას აღადგენდა.