თბილისის საკრებულომ ლაგუნა ვერესა და აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე ორი ცათამბრჯენის აშენების გეგმა დაამტკიცა, რასაც ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. საკრებულოს სხდომა დაძაბულობისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე გაიმართა. მხარეებმა ერთმანეთს პოლიტიკური წარსული არაერთხელ შეახსენეს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ამ გეგმის უკან ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაახლოვებული პირები დგანან, რომლებიც ქალაქის კეთილდღეობას საკუთარ ინტერესებს სწირავენ. ამ თემაზე უფრო ვრცლად ხატია სამხარაძე ისაუბრებს.