საქართველოს პარლამენტი ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 დათქმაზე მუშაობის დასაწყებად ემზადება. სამუშაო ჯგუფები საკანონმდებლო ორგანოში დიდი ალბათობით რამდენიმე კვირაში შეიქმნება. ცნობილია ის გეგმაც, რომელიც მმართველ პარტიას რეკომენდაციებთან დაკავშირებით აქვს. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციის ნაწილი სამუშაო ჯგუფებში ჩართვას და მსჯელობაში მონაწილეობის მიღებას აპირებს. თემაზე უფრო ვრცლად მერაბ პაპაშვილი ისაუბრებს.