ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის პრივატიზაციის გეგმა 100,2%-ით შეასრულა. შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტმა 279 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. მეოთხე კვარტალში, ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხამ 98 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მეოთხე კვარტლის პრივატიზების გეგმის 126,02%-ია.