1-ელი იანვრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი მცირდება. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მხარი დაუჭირა დადგენილებას , რომლის თანახმადაც დედაქლაქისა და რეგიონების მოსახლეობისთვის, ელექტროენერგიის როგორც საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო ტარიფი 3 თეთრით მცირდება.