მიჩიგანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, დონალდ ტრამპი მიჩიგანის შტატის კენჭისყრის პროცესში დარჩება. სასამართლომ პრაიმერიზის პროცესზე მის დაბლოკვას მხარი არ დაუჭირა და ქვედა პალატის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მიჩიგანის უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ შტატის ოთხი ამომრჩევლის საჩივარს არ განიხილავს. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის ნოემბერში გაიმართება.