გერმანიაში აცხადებენ, რომ ევროპა უკრაინისთვის აშშ-ის მხარდაჭერის კომპენსირებას ვერ შეძლებს. ამის შესახებ გერმანიის „მწვანეთა პარტიის“ ლიდერმა, ომიდ ნურიპურმა განაცხადა. მისივე თქმით, ევროპის ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებენ, თუმცა აშშ-ის ჩანაცვლებას ვერ შეძლებენ. აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ახალი ფინანსური დახმარების პაკეტის გადაცემა ამ დრომდე დაბლოკილია. ამის მიზეზი აშშ-ის კონგრესში არსებული უთანხმოებაა. იქამდე კი შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 250-ი მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა, რაც აშშ-ის მხრიდან ბოლო დაფინანსებაა, რომელიც უკრაინისთვის კონგრესის მხრიდან ახალი დამტკიცების გარეშეა ხელმისაწვდომი.