თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებები 2019 წლის 20 და 21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებული პირების სასარგებლოდ შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.საია განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორი მოსარჩელის სასარგებლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 50 000 – 50 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა, ხოლო გიორგი სულაშვილის სასარგებლოდ სამინისტროს ყოველთვიური სარჩო 780 ლარის ოდენობით დაეკისრა.