"გასამართლდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - პოლიტიკური ჯგუფი "ხალხის ძალა" ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ ახალი პროცესის დაწყებას აანონსებს. საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი მოძრაობა ამბობს, რომ ყოფილი ხელისუფლების ცალკეული ლიდერების გასამართლების მიუხედავად, აუცილებელია, რომ მთელმა პარტიამ დაშვებული მძიმე შეცდომების გამო პასუხი აგოს. „ხალხის ძალის“ მიერ გახმოვანებულ ინიციატივას „ნაციონალურ მოძრაობაში“ არასერიოზულად აღიქვამენ. მთავარ ოპოზიციურ პარტიაში „ხალხის ძალას“ პრორუსული მოძრაობის უწოდებენ.