ხმაური და დაპირისპირება თბილისის საკრებულოს სხდომაზე - ოპოზიცია „ლაგუნა ვერესა” და ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე ორი 50-სართულიანი ცათამბრჯენის აშენებას აპროტესტებს - Palitra News

ხმაური და დაპირისპირება თბილისის საკრებულოს სხდომაზე - ოპოზიცია „ლაგუნა ვერესა” და ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე ორი 50-სართულიანი ცათამბრჯენის აშენებას აპროტესტებს

2023-12-28 15:02:23+04:00

თბილისის საკრებულოს სხდომა, რომელზეც „ლაგუნა ვერესა” და ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე ორი 50-სართულიანი ცათამბრჯენის აშენების გეგმა უნდა დაამტკიცონ, ოპოზიციის კრიტიკისა და აქტივისტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ამ გეგმის უკან ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაახლოვებული პირები დგანან და ისინი ქალაქის კეთილდღეობას საკუთარ ინტერესებს სწირავენ.