ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივები ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებენ - Palitra News

ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივები ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებენ

2023-12-28 14:52:47+04:00

ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივები ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებენ. როგორც ისინი ამბობენ, აღნიშნული ქმედებით, აფხაზეთმა ტერიტორიის ამ ნაწილზე ე.წ. იურისდიქცია დაკარგა. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეებმა ქვეყნის საზღვაო ნაწილთან და უნიკალურ ნაკრძალთან წვდომა დაკარგეს.