საქართველოდან უკვე 19 მლნ დოლარის მანდარინია ექსპორტირებული. მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან დღემდე საქართველოდან დაახლოებით 29 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 19 მილიონ 400 ათასი დოლარი შეადგინა. იმ ინფორმაციის თანახმად, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს, საქართველოდან ექსპორტირებული მანდარინის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 141%-ით, ხოლო ღირებულება კი თითქმის 200 პროცენტით გაიზარდა.