რეკორდულ მაჩვენებელზეა ნაძვის ხის ილუმინაციების იმპორტი. საქსტატის მონაცემებით, წელს 11 თვეში საქართველომ 3 მილიონ 257 ათასი დოლარის პროდუქცია შეიძინა, რაც 14-წლიან პერიოდში მაქსიმუმია. შარშან იანვარ-ნოემბერში ქვეყანამ მილიონ 500 ათასი დოლარის ნაძვის ხის სანათი მოწყობილობები შეიძინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში - 804 ათასი დოლარის, 2020 წლის 11 თვეში კი 754 ათასი დოლარის. არ გაგიკვირდებათ ალბათ თუ გეტყვით, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით საახალწლო ილუმინაციების იმპორტი ჩინეთიდან განხორციელდა, შემდეგ პოზიციაზეა ჰონ-კონგი, შემდეგ ნიდერლანდები, ბულგარეთი და საფრანგეთი.