საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ანკარაში ბუნებრივი სტიქიების დროს ძებნა-გადარჩენის სწავლება ჩატარდა. ერთკვირიან ტაქტიკური დონის სწავლებაში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედროებმა თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.სიმულაციური სცენარის მიხედვით მიწისძვრის დროს ძებნა-გადარჩენის ოპერაციები გათამაშდა.