თურქეთში ჯაჭვური ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11-ი ადამიანი დაიღუპა და 57 დაშავდა. თურქული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა საქარიის პროვინციაში, „ჩრდილოეთ მარმარილოს“ გზატკეცილზე მოხდა და მასში 7 ავტომობილი მოჰყვა, მათ შორის 3 ავტობუსი და სატვირთო მანქანაც. დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან.