თურქეთში ჯაჭვური ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 57 დაშავდა - Palitra News

თურქეთში ჯაჭვური ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 57 დაშავდა

2023-12-28 12:39:12+04:00

თურქეთში ჯაჭვური ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11-ი ადამიანი დაიღუპა და 57 დაშავდა. თურქული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა საქარიის პროვინციაში, „ჩრდილოეთ მარმარილოს“ გზატკეცილზე მოხდა და მასში 7 ავტომობილი მოჰყვა, მათ შორის 3 ავტობუსი და სატვირთო მანქანაც. დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან.