ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემით, აფხაზეთმა ტერიტორიის ნაწილზე იურისდიქცია დაკარგა - ასეთია ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეთა ნაწილის პოზიცია. ადგილობრივები ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებენ. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეებმა ქვეყნის საზღვაო ნაწილთან და უნიკალურ ნაკრძალთან წვდომა დაკარგეს. რას ამბობენ ადგილობრივები და რას აცხადებენ ამასთან დაკავშირებით ქართველი პოლიტიკოსები.