ლისაბონის ღამე , ცნობილი გერმანელი მწერლის ერიხ მარია რემარკის რომანია. წიგნის ორიგინალი 1962 წელს გერმანიაში გამომცემლობაHarcourt, Brace & World-ის მიერ გერმანულ ენაზე გამოიცა.
წიგნის მოქმედებები ვითარდება ევროპაში , რომელიც მეორე მსოფლიო ომის ზღვარზეა. ნაციზმი ადამიანებს ართმევს უკანასკნელს პატივსა და ღირსებას, აიძულებს, მიატოვონ საკუთარი სამშობლო და სხვა ქვეყნებში გადაიხვეწონ. რომანის მთავარი გმირი იოზეფ შვარცია , დევნილი , რომელიც ამერიკაში წასასვლელ ბილეთსა და ვიზას სთავაზობს მეორე დევნილს , რომელსაც ასევე აქვს დიდი სურვილი ლისაბონის დატოვების და ამერიკაში გამგზავრების. მხოლოდ იმ პირობით, რომ ის ერთი ღამით გაუწევს კომპანიონობას და მოისმენს მისი და მისი მეუღლის ნაცისტური გერმანიიდან ლისაბონში გაქცევის ისტორია. ერიხ მარია რემარკის გმირების სულიერი სამყარო და დატრიალებული უბედურება საბედისწეროდ ერწყმის ერთმანეთს. ავტორი გვიამბობს იმ ადამიანთა გრძნობებსა და განცდებზე, რომლებიც ცდილობენ ძნელბედობის ჟამს შეინარჩუნონ არა მხოლოდ სიცოცხლე, არამედ ადამიანური სახე, საკუთარი მრწამსი და იმედი, რომ ოდესმე ეს ჯოჯოხეთი უთუოდ დასრულდება.
__________________________________________________________________
ერიხ მარია რემარკი გერმანიის პროვინციულ ქალაქ ოსნაბრიუკეში კათოლიკე მუშების ოჯახში დაიბადა.
1904-1912 წლებში რემარკი სახალხო სკოლაში სწავლობდა, სკოლის დამთავრების შემდეგ კი – 3 წელი კათოლიკურ სამასწავლებლო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგაც მალევე
1916 წლის 21 ნოემბერს ჯარში გაიწვიეს. 1917 წლიდან კი ფრონტზე გადაიყვანეს , სადაც რამდენიმეჯერ დაიჭრა კიდეც.
პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ რემარკი მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა. თუმცა რამდენიმე წელიწადში ის საცხოვრებლად ბერლინში გადავიდა, სადაც გაზეთის რედაქტორად დაიწყო მუშაობა. თავის პირველ რომანზე„დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ მუშაობა მწერალმა 1927 წელს დაიწყო , რომანი ჯერ გაზეთში დაიბეჭდა და მხოლოდ შემდეგ წელს გამოვიდა წიგნად.
გერმანული საზოგადოება ამ რომანს არაერთგვაროვნად შეხვდა, ზოგი თვლიდა, რომ ის საუკეთესოდ აღწერდა პირველ მსოფლიო ომს, ხოლო სხვები ამ რომანს გერმანიის ღალატად მიიჩნევდნენ.
1939 წელს, როდესაც ევროპა ომის ალში გაეხვა, რემარკი, როგორც ბევრი სხვა გერმანელი, ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა ემიგრაციაში.1942 წელს რემარკი აქტიურ ანტინაცისტურ მოღვაწეობას ეწეოდა , იგი ასევე ყველაფრით ცდილობდა გერმანიიდან ემიგრანტებისთვის დახმარებას.
1945 წელს რემარკმა დაიწყო მუშაობა მორიგ რომანზე „ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა“, რასაც მოჰყვა მისი ყველაზე ცნობილი რომანი „ტრიუმფალური თაღი“ და სხვა რომანებიც , მათ შორის ლისაბონის ღამე , რომელმაც გამოსვლისთანავე დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოების . მას შემდეგ რაც 1964 წელს წიგნი ინგლისურ ენაზე გამოიცა , მისი პოპულარობა ერთი-ორად გაიზარდა და იქცა ბესტსელერად. წიგნი ნიუ იორკ თაიმსის ყველაზე გაყიდვად წიგნებს შორის ათეულში 5 თვის განმავლობა იყო წარმოდგენილი. წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2021 წელს , გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე პალიტრა ელ წერტილი ჯი.