პარიზის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, ეიფელის კოშკი, სტუმრებისთვის დაიხურა. ამის მიზეზი თანამშრომელთა გაფიცვაა. თანამშრომლები მმართველ კომპანიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ისინი ამბობენ, რომ კოშკის ტექნიკურ უსაფრთხოებას სათანადოდ არავინ იცავს. გაფიცულების განცხადებით, მენეჯმენტი იმ მოქალაქეებისა და ტურისტების რაოდენობას არასწორად აფასებს, რომლებიც ყოველწლიურად კოშკს სტუმრობენ. გაფიცულები აცხადებენ, რომ თუ ტექნიკური პრობლემების იგნორირება გაგრძელდება, მაშინ პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის დროს ეიფელის კოშკი, შესაძლოა, საერთოდ დაიხუროს.