აშშ-მა უკრაინას 250 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო. დახმარების პაკეტი მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალას, საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ასე ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს. პაკეტში ასევე შედის 15 მილიონზე მეტი ტყვია და სამედიცინო აღჭურვილობა. ეს მიმდინარე წელს, შტატების მიერ უკრაინის ბოლო სამხედრო დახმარებაა.