გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე თვეში, 8-ა უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. დანაშაულები სამეგრელოში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და კახეთში მოხდა. მოქალაქეებს ცირკული და ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. რვავე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.