მიიღებს თუ არა ოპოზიცია 9 დათქმის შესრულების პროცესში მონაწილეობასმონაწილეობას - მთავრობის სამოქმედო გეგმას ოპოზიცია კვლავ აკრიტიკებს. ამავდროულად კი, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დაიწყეს საუბარი იმაზე, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი და როდის შეიქმნება სამუშაო ჯგუფები. ხელისუფლების ოპონენტების ერთი ნაწილი სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის საჭიროებაზე საუბრობს, მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ გადამწყვეტი ეტაპი მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება, როდესაც, როგორც ოპოზიციაში ამბობენ, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლას ვეღარ შეძლებს. მმართველ გუნდში კი აღნიშნავენ, რომ სამოქმედო გეგმა ხელისუფლების წარმომადგენლების ნებას გამოხატავს, რომ ისინი 9 დათქმას ზედმიწევნით შეასრულებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ მმართველ გუნდში აბსურდულს უწოდებენ ოპოზიციის კრიტიკას სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.