ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემით, აფხაზეთმა ტერიტორიის ნაწილზე იურისდიქცია დაკარგა - ასეთია ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეთა ნაწილის პოზიცია. ადგილობრივები წერილს აქვეყნებენ და ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებენ. წერილში ნათქვამია, რომ მოქალაქეებმა ქვეყნის საზღვაო ნაწილთან და უნიკალურ ნაკრძალთან წვდომა დაკარგეს. საქართველოს ტერიტორიის 180-ი ჰექტარი, ცნობილი რეკრიაციული ზონა ბიჭვინთაში - ფიჭვოვანი ტყითა და ზღის სანაპიროს ჩათვლით, მარიონეტულმა რეჟიმმა რუსეთს ნახევარი საუკუნით გადასცა. აღნიშნული გადაწყვეტილენა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წოდებულმა პარლამენტმა მიიღო. ამ შეთანხმებას ხელი ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მოაწერა. ამ გადაწყვეტილების გამო, ოკუპირებულ სოხუმში აქციები გრძელდება.