შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტობიას ბილსტრომის განცხადებით, ქვეყანა თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ შვედეთის ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას მიესალმება. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საკითხის შესახებ შემდეგ ნაბიჯს თურქეთის პარლამენტის კენჭისყრა წარმოადგენს. მისივე თქმით, ქვეყანა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას მოუთმენლად ელის. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის გაიმართება კენჭისყრა თურქეთის პარლამენტში. შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატოში შვედეთის გაწევრიანების შესახებ პროტოკოლი რატიფიცირებისთვის პარლამენტს ოქტომბერში გადასცა.