გამოცემა Astra-ს მიერ ტელეგრამ არხზე გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელების მიერ რუსულ სადესანტო ხომალდ „ნოვოჩერკასკზე“ განხორციელებული შეტევის შედეგად 19 მეზღვაური დაშავდა, 33 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. გამოცემის ცნობით, 26 დეკემბრის ღამეს უკრაინელების მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს ხომალდზე სულ 77 მეზღვაური იმყოფებოდა. ოკუპირებული ყირიმის რუსეთის მიერ დანიშნული გუბერნატორის, სერგეი აქსიონოვის განცხადებნით, სადესანტო ხომალდზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. შეგახსენებთ, 26 დეკემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ყირიმის ფეოდოსიის პორტში რუსეთის სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი” გაანადგურა.