თურქეთის პრეზიდენტის მორიგი კრიტიკული გზავნილი ისრაელს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ადოლფ ჰიტლერის ქმედებებს შორის არავითარი განსხვავება არაა. მისი თქმით, ღაზაში ისრაელის პრემიერ-მინისტრის ქმედებებსა და ჰიტლერის ქმედებებს შორის აშკარა პარალელი არსებობს. საჯარო გამოსვლისას ერდოღანმა, გაეროს უშიშროების საბჭო და ევროკავშირი გააკრიტიკა. მისი თქმით, მაშინ, როცა ისრაელის სისასტიკის შეჩერება აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციები და გაერთიანებები ჩუმად არიან. შეგახსენებთ, „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობები გაუარესდა. მას შემდეგ, რაც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელი ომის დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულა, ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატები გაიწვია.