შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 112 პირი დააკავა, მათ შორის 66 ნარკორეალიზატორია - Palitra News

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 112 პირი დააკავა, მათ შორის 66 ნარკორეალიზატორია

2023-12-27 19:45:54+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 112 პირი დააკავა, მათ შორის 66 ნარკორეალიზატორია. როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე თეიმურაზ კუპატაძემ აღნიშნა, პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.