ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა ე.წ პრეზიდენტმა ბჟანიამ ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის იჯარით გადაცემა დაამმტკიცა. აღნიშნული ქმედება პროტესტის საგანი გახდა საქართველოს ოპოზიციური პარტიების და მმართველი პარტიის მხრიდან. სეპარატისტულ რეჟიმში მაცხოვრებლები ამ წუთებშიც აქციას მართავენ, საქართველოს პრეზიდენტი კი საერთაშორისო თანამეგობრობას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს. თემაზე უფრო ვრცლად საათზე სალომე ჯაფარიძე ისაუბრებს.