საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - Palitra News

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

2023-12-27 16:42:08+04:00

ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის საკითხთან დაკავშირებით - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება ირწმუნება, რომ ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია.სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას,რათა სათანადოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ მორიგი უკანონო ნაბიჯი.