ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია აცხადებს,რომ ჩვენი ქვეყანა ტერორიზმის ყველა საფრთხისგან დაცულია. ნდობის ჯგუფის სხდომაზე, საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე, ტერორისტული ორგანიზაციებიდან მომდინარე საფრთხეებზე და 2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობებსა და საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის ბაჩა მგელაძის თქმით, ნდობის ჯგუფის წევრებს არსებულ ოპერატიულ ვითარებაზე ინფორმაცია გააცნო.