დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა, ნატო ხუტაშვილი სოციალურ ქსელში მისი შვილის მკვლელის ფოტორობოტს ავრცელებს. როგორც მან განმარტა, აღნიშნული პიროვნების ფოტორობოტი საგამოძიებო უწყებამ რამდენიმე თვის წინ შეადგინა და ის საქმეში დევს. გარდაცვლილი გოგონას დედის თქმით, საქმეში მტკიცებულების სახით არსებულ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ გარბის კონკრეტული პიროვნება შემთხვევის ადგილიდან. ოჯახი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს არ ენობა და მოითხოვს გამოძიება FBI-ის მიერ გაგრძელდეს.